საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ლიტერატურული ექსპრესი

წელი: 2016
ყდა: რბილი
გვერდები: 288
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941235993

გაზიარება

„ლიტერატურული ექსპრესი“ ექსპერიმენტული მატარებელია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს, მგზავრები კი ევროპელი, მათ შორის, ქართველი მწერლებიც არიან. მოგზაურობის ორგანიზატორების აზრით, ლიტერატურული ექსპრესის თითოეულ მგზავრს ქალაქიდან ქალაქში უთავბოლო ხეტიალი შთაგონებას მოუტანს. ასეცაა: ზოგისთვის ეს მატარებელი ახალი წიგნის დასაწერი იმპულსი ან უკვე დაწერილის პოპულარიზაციის საშუალებაა, ზოგისთვის კი – საკუთარი ცხოვრების გადაფასება ან უბრალოდ, მშვენ იერი ქალის დევნა...

წიგნი ამ ექსტრავაგანტური ექსპრესის მგზავრების მოგზაურობის ჩანაწერებია. თუმცა, რადგან მთავარი გმირი ქართველი მწერალია, ძირითადი ამბავი მაინც მისი პირადი ისტორიაა – 2008 წლის აგვისტოს ომისგან დატოვებული შოკი, ლიტერატურულ-მწერლური ფიქრები და უცნაური რომანი თითქმის უცნობ ქალთან, რომელიც ალბათ მხოლოდ იმიტომაა სასიყვარულო ისტორია, რომ თავად პერსონაჟ-მწერალს სურს ასე.

მიმოხილვები და კომენტარები:

14 .90 ¢
მარაგი ამოიწურა
ახალი
გოგი ოჩიაური

ხევსურული მოთხრობები

ახალი
რატი მუჯირი

ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი

ახალი
ნეფერტარი

ბედუინი

შოთა რუსთაველი

ვეფხისტყაოსანი