ტექნიკური ხარვეზების გამო საიტიდან შეძენა დროებით შეუძლებელია

ლაბირინთის ბრძოლა (პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები)

წელი: 2016
ყდა: რბილი
გვერდები: 384
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941236778

გაზიარება

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

პერსი ჯექსონის სახიფათო თავგადასავალი ახალ სკოლაში საორიენტაციო ტურით იწყება, რომლის დროსაც ის იდუმალ ძველ ნაცნობს შეამჩნევს და დემონი ჩირლიდერების თავდასხმასაც მოიგერიებს.
ტიტანთა ბოროტი მეუფე კრონოსი ძალას იკრებს. დრო არ იცდის. შერეულსისხლიანთა ბანაკიც კი აღარაა უსაფრთხო ადგილი, რადგან კრონოსის არმია ნახევარღმერთების სამყოფლის ერთ დროს შეუვალ საზღვრებში შეღწევას ცდილობს. პერსიმ და მისმა მეგობრებმა ბანაკის გადარჩენი გზა თვალუწვდენელ მიწისქვეშა ლაბირინთში უნდა მოძებნონ, სადაც ყოველ ნაბიჯზე ხიფათი ელით.
თანამედროვე ამერიკელი მწერლის, რიკ რიორდანის „პერსი ჯექსონი და ოლიმპოელების'' მეოთხე წიგნში ახალგაზრდა ნახევარღმერთების ხიფათითა და იუმორით აღსავსე თავგადასავალი გრძელდება.

 

მიმოხილვები და კომენტარები:

13 .90 ¢
ან შეიძინეთ 139 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 13.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას