საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

კასანდრა ახალი

წელი: 2018
ყდა: რბილი
გვერდები: 184
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941235856

გაზიარება

მთარგმნელი: რუსუდან ღვინეფაძე

ცნობილი გერმანელი მწერალი კრისტა ვოლფი (1929-2011 წწ) მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, თომას მანის პრემიის ლაურეატია; განათლებით იგი არც კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი იყო და არც ძველი მსოფლიოს ისტორიისა, მაგრამ ტროელ ნათელმხილველ კასანდრაზე ჩაფიქრებული ნაწარმოების ხორცშესასხმელად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ინტერესით გაეცნო კრეტა-მიკენის კულტურის ძეგლებს, შეისწავლა მითოლოგია და არქეოლოგია. კრისტა ვოლფმა მითიური სიუჟეტი მხატვრულად გადაამუშავა და კასანდრას სახე მითიდან სოციალურ-ისტორიულ კოორდინატებზე გადმოიტანა.

მსოფლიო ლიტერატურაში კასანდრა ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელსაც ეყო სიმამაცე, მთელი თავისი შინაგანი ძალა მიემართა ომის, ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ.

 „...ხილვებს, რომლებიც მას ეუფლება, არაფერი აქვს საერთო ორაკულის ნაქადაგართან. იგი „ხედავს“ მომავალს, რადგან ჰყოფნის გამბედაობა, სწორად შეაფასოს თავისი თანადროული მოვლენები...“, – წერს კრისტა ვოლფი.

კრისტა ვოლფის რომანში არ არის პირდაპირი მოწოდებები, იგი არ იძლევა კაცობრიობის გადარჩენის რეცეპტებს, მაგრამ მითის უნივერსალური ენით აფრთხილებს მოსალოდნელი საშიშროების წინაშე მდგარ საზოგადოებას.

მიმოხილვები და კომენტარები:

10 .90 ¢
ან შეიძინეთ 109 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 10.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ჟოზეფ კესელი

დღის ლამაზმანი