საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
მიშა ბახსოლიანი

კანიბალიადა ახალი

წელი: 2019
ყდა: რბილი
გვერდები: 180
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941304842

გაზიარება

„კანიბალიადაში“ მოქმედება მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს იწყება. „ეს არ არის წიგნი ომზე, ესაა წიგნი ადამიანებზე, რომლებიც ომს გამოექცნენ“, – გვეუბნება ავტორი. მართლაც, აქ ვერ ნახავთ საბრძოლო შეტაკებების, პოზიციური ბრძოლებისა და სანგარში ჩამარხული ჯარისკაცების ისტორიებს.

ეს წიგნი არც გმირებზეა. ყოველი პერსონაჟი იმდენად გადაგვარებულია მორალურად, რომ მათი შეყვარება ძნელია. უცნაურია, მაგრამ სიძულვილს თანაგრძნობა გადაწონის.

მეტიც, ეს წიგნი არც კულინარიაზეა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ჭამენ ყველაფერს – ჭამენ გემრიელად და წარბშეუხრელად... მიშა ბახსოლიანის რომანი „კანიბალიადა“ საქართველოს ალტერნატიული ისტორიაა. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაზეც თვალს ვხუჭავთ – ის, რაც ომით მართლდებოდა და მართლდება. უშუქობა, გაჭირვება და „სუხარზე“ გადასმული მარგარინი „ონა“ წიგნის ნებისმიერ გვერდზე რეფრენივით მეორდება.

მიშა ბახსოლიანი განათლებით კულტურის ისტორიკოსია. დღეს იგი კოპირაიტერად მუშაობს. მწერალი ორი პროზაული კრებულის ავტორია. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები. „კანიბალიადა“ მიშა ბახსოლიანის პირველი რომანია.

რეცენზია

25 ნოემბერი 2019

"კანიბალიადა" - კოკა არჩვაძის რეცენზია

მიშა ბახსოლიანი, როგორც კი საბოლოოდ დაგარწმუნებთ, რომ ნაცად ბილიკს ადგახართ, ვაგზალთან, „ქსოვილებში“ ნაყიდ ვეფხვებიან ხალიჩას გაწევს და წაბარბაცებულებს ჩიჩიაგაჩხერილ კბილებს დაგანახებთ. მაგ დროს მეც იქვე ვცხოვრობდი. ერთხელ ბიძაჩემი ბაზარში გავიდა და უკან რომ მობრუნდა, სახე ჩაშავებოდა, გაყინული დედა-შვილი ვნახეო. მერე აფხაზეთიდან გამოქცეული ნათესავები დროებით ჩვენთან გაჩერდნენ და მე მათთან ერთად იატაკზე მეძინა. არ იყო მაგდენი საწოლი. არც „ლეჟანკა“ არ იყო. ან იქნებ პირიქითა თანმიმდევრობა ჰქონდათ ამ მოვლენებს? აღარ მახსოვს. მოკლედ, „კანიბალიადის“ ნახევრამდე ისე მივედი, რომ უფრო დაღვრემილი ვიყავი და მხოლოდ ზოგჯერ მეცინებოდა. ნახევარს რომ გადავცდი, კი გამახსენდა, ვისთან მაქვს საქმე და რატომ მომწონდა წლების წინაც ჯერ კიდევ ნორჩი ბახსოლიანის უფრო მოკლე ტექსტები. ამ წიგნით მიშა ბახსოლიანი განმტკიცდა ქართული აბსურდის (ქართული აბსურდი - ხაზგასმით!) მწერლად და პოეტად, ვინაიდან „კანიბალიადა“ პოემაც არის და მის პოეტურ იუმორში იმდენი ჰუმანიზმია, რომ ამ ხორცს ჯონჯოლად ვნათლავ და ვაცხადებ - ხსნილია! შეესიეთ!

მიმოხილვები და კომენტარები:

11 .90 ¢
ან შეიძინეთ 119 .00 ბონუს ქულით
+ 11.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ახალი
ბესო სოლომონაშვილი

ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა

ახალი
ლევან ბრეგაძე

მოთხრობები ლიტერატურაზე

ახალი
კახა თოლორდავა

გაუზავებლად (მუსიკოსები ხელობასა და ხელოვნებაზე)

ახალი
მიხეილ იოჰანი

მიბრუნება

ახალი
ზაირა არსენიშვილი

ვა, სოფელო

ახალი
ვახუშტი კოტეტიშვილი

ჩემი წუთისოფელი

ახალი
კოკა არჩვაძე

ჩინური დღიური