საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ხულიო კორტასარი

იქ და ახლა

წელი: 2018
ყდა: რბილი
გვერდები: 156
ფორმატი: 13.00 X 20.00
ISBN: 9789941238161

გაზიარება

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი ხულიო კორტასარი (1914-1984) პროზის გამორჩეულ ოსტატად ითვლება. 
მისმა მოთხრობებმა, სადაც ამბავი რეალურისა და ირეალურის ზღვარზეა, სათავე დაუდო სრულიად ახალ ფორმებს მსოფლიო ლიტერატურაში. 
მწერლის სიცოცხლეში კორტასარის მოთხრობების რვა სხვადასხვა კრებული გამოიცა. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მწერალმა თავისი 82 მოთხრობა ოთხ ტომად დააჯგუფა და თითოეულ წიგნს სახელი უწოდა: „რიტუალები“, „თამაშები“, „გასასვლელები“ და „იქ და ახლა“. მოთხრობების სრული კრებულის ამგვარ გამოცემას კორტასარი ვერ მოესწრო და ოთხტომეული ამ სახით მხოლოდ მწერლის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამოქვეყნდა.
ქართველი მკითხველი კორტასარის მოთხრობების მხოლოდ მცირე ნაწილს იცნობს. წინამდებარე ოთხტომეულში წარმოდგენილია ხულიო კორტასარის ყველა მოთხრობა (მოთხრობების უმეტესობა სპეციალურად ამ გამოცემისათვის ითარგმნა) და, რაც მთავარია, ისინი ტომებად გადანაწილდა თავად მწერლის მიერ შერჩეული გეგმის მიხედვით.
 

რეცენზია

07 მაისი 2018

ხულიო კორტასარის სასტიკი რეალიზმი

„იგი სხვა ქალებთან ერთად მხეცურად აწამეს. გადარჩენილები იმავე, შობის ღამეს დახვრიტეს. მათ შორის ჩემი ქალიშვილიც იყო.“      ეს არის ამონარიდი ლაურა ბეატრის ბონაპარტე ბრუშტეინის წერილიდან, რომელიც მან გაზეთში დაბეჭდა. ეს არის ამონარიდი იმ ქალის წერილიდან, რომელმაც მკვლელობის მუხლით აღძრა საქმე არგენტინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სასამართლო არ შემდგარა. სამაგიეროდ, ამ ამბიდან მალევე ბუენოს-აირესის ქუჩაში პოლიციამ მოკლა ლაურას ქალიშვილის საქმრო. მოკლეს ლაურას ქმარი. ჯარისა და პოლიციის გაერთიანებულმა ძალებმა გაიტაცეს ლაურას მეორე ქალიშვილი და მისი ქმარი.     ლაურა ბრუშტეინის ტრაგიკული ისტორია აღწერილია მოთხრობაში „გაზეთის ნაგლეჯები“ და ის მხოლოდ ერთ-ერთია იმ ძალადობის ისტორიებიდან, რომლითაც სავსეა ეს წიგნი. ხულიო კორტასარის ოთხტომეულის ბოლო, მეოთხე კრებული სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისადმი ჩადენილ ძალადობაზე, ჩაგვრაზე, წამებაზე და მკვლელობებზეა. სათაურიც ზუსტად აქვს შერჩეული: „იქ და ახლა“.     არგენტინიდან პარიზში გაქცეული კორტასარი თავის სამშობლოში მომხდარ სასტიკ ამბებს გვიყვება, დასმენაზე, გაქცეულთა დევნაზე, ფარულ დახვრეტებზე, თავგანწირვასა და მეგობრების დაუნდობელ გაწირვაზე, ყველაფერ იმაზე, რაც დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებს.      „იქ და ახლა“ კორტასარის სხვანაირი წიგნია - დაცლილი არგენტინელი ავტორის მაგიისგან, აბსურდის ელემენტებისგან, პოეზიისგან, რაც ზოგადად სამხრეთულ პროზას ახასიათებს, და პირიქით - სავსეა უიმედობით, ტრაგიკული დასასრულის მოლოდინით, მუდმივი დაძაბულობით, გაუგონარი დაუნდობლობით, რომელსაც წიგნის პერსონაჟები რაღაცნაირად - მარტივად სჩადიან, თითქოს ეს ყველაფერი ყოველდღიური და ჩვეულებრივი მოვლენა იყოს. „იქ და ახლა“ არა მაგიური რეალიზმის, არამედ სასტიკი რეალიზმის ნიმუშია.     და მაინც, ყველაზე გასაოცარი (და ალბათ, ტრაგიკულიც) მთელ ამ ამბავში გადარჩენის რწმენაა, რწმენა, რომელიც წიგნის პერსონაჟებს, გარემოსა და რეალობის მიუხედავად, მაინც აქვთ და რაღაცით აკვიატებასაც კი ჰგავს. ეს ჰგავს ბეწვის ხიდზე შედგომას, როცა ხედავ, რომ ხიდის ქვეშ მდინარე კი არ მიედინება, არამედ ალესილი დანები აწყვია, რომ ხიდი აღარც კი არსებობს, ჩამწყდარია, და შენ მაინც იწყებ სვლას  - ბოლომდე გაღწევის იმედით. ასეთი აკვიატებული, ჯიუტი რწმენა მხოლოდ სამხრეთელს თუ ექნება.     საინტერესოა, რომ კრებულში შესული თითქმის ყველა მოთხრობა პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი (როგორიცაა „გაზეთის ნაგლეჯები“, „სატარსა“ და „კოშმარები“) თავისუფლად შეგვიძლია კორტასარის საუკეთესო მოთხრობებს მივაკუთვნოთ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მაინც „სატარსაა“ - დიდი ბრძოლა ვირთხებთან („შურისძიება ყველას გვწყურია, ზოგს სამხედროებზე, ზოგს ვირთხებზე. ასეთ დროს გონიერების შენარჩუნება ადვილი არ არის“), სადაც კორტასარი ჩვეულ სცენას გაათამაშებს - ბედისწერის, გაქცევის, დამთხვევების, აკვიატებების, დევნის. მოთხრობის მთავარ გმირს, ლოსანოსაც ხომ ასე მოსწონს სიტყვებით თამაში...     „რაც ადამიანი შეიქმნა, ყველაფრიდან ზნეობრიობა ჟონავს, კარგი აბელი და ცუდი კაენი, როგორც ძველ კოვბოურ ფილმებშია“, - ამბობს ერთგან ლოსანო.     „კაენის მოდგმავ, ოჯახი შენი ათრიე გზებზე სისხლმოწამლული“, - გაეპასუხება ცოლი, ლაურა.     „ვიდრემდე შვილებს ვირთხები არ დაგიღრღნიან“, - ასრულებს ლოსანო და უკანასკნელ ბრძოლას იწყებს ვირთხებთან (და უფრო სწორად - სატარსასთან, რომელიც იქნებ არის კიდეც ლოსანოს „მობი დიკი“).

მიმოხილვები და კომენტარები:

9 .90 ¢
ან შეიძინეთ 99 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 9.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
მალე
ჯენიფერ ბელი

მიწისქვეშელები-ქვიშის საათი

ახალი
ზბიგნიევ ჰერბერტი

ნატურმორტი ლაგამით

მალე
დაგლას ადამსი

სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი

ახალი
ოლეგ პანფილოვი

რუსულ-ქართული საინფორმაციო ომი