საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

Homo Faber. ვიქნები თუნდაც განტენბაინი

წელი: 2010
ყდა: მაგარი
გვერდები: 542
ფორმატი: 15.00 X 22.00
ISBN: 978-9941-15-246-7

გაზიარება

მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე

მაქს ფრიში (1911-1991) ცნობილი შვეიცარიელი მწერალი და დრამატურგი ციურიხში დაიბადა. სწავლობდა გერმანისტიკას, შემდეგ არქიტექტურას, მუშაობდა ჟურნალისტად, იყო ცნობილი და წარმატებული არქიტექტორი. მოგვიანებით მის მთავარ და ერთადერთ საქმიანობად მოგზაურობა და მწერლობა იქცა. უკვე ცნობილი დრამატურგი იყო, როდესაც დაწერა რომანები, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. "მსოფლიო კლასიკის" სერიაში მის ორ ყველაზე ცნობილ რომანს გთავაზობთ: "HOMO FABER" (1954) და "ვიქნები თუნდაც განტენბაინი" (1964).
ორივე რომანი II მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი სწრაფი ტექნიკური პროგრესის შედეგად ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში მომხდარ ცვლილებებზე, ადამიანის ადამიანურ გრძნობებსა და განცდებზე, უფრო სწორად კი, მათთან გაუცხოებაზე მოგვითხრობს. რომანში "HOMO FABER" ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს ოიდიპოსის მითის ვარიაცია: ადამიანი მწარმოებელი, შუა ხნის წარმატებული ინჟინერი მიტოვებულ შვილთან ერთად პოულობს უდიდეს სიყვარულს, უბრუნდება ადამიანური განცდები: სიბრალულის, თანაგრძნობის, გულისხმიერების, მეგობრობის... იცვლება მისი დამოკიდებულება ადამიანებისადმი, მთლიანად გარესამყაროსადმი და ამ ცვლილებებს უკვე ზაბეტის ტრაგიკული სიკვდილიც კი ვეღარ აფერხებს. ქალიშვილის დაკარგვის შემდეგ საცქერი თითქოს აღარაფერი ჰქონდა და თავის თავს ეკითხებოდა, რატომ არ აიღებ ამ ჩანგლებს და თვალებს რატომ არ დაითხრიო; მაგრამ ცოტა ხანში უკურნებელი სენით დაავადებულსაც აღარ ეთმობა სიცოცხლე, უნდა, ცოტათი მაინც გაუხანგრძლივდეს, რადგან მარტო აღარ არის, მეგობარი ჰყავს და ისიც იცის, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სიცოცხლით ტკბობაა.

მიმოხილვები და კომენტარები:

18 .90 ¢
მარაგი ამოიწურა
მარსელ პრუსტი

სვანის მხარეს

იოჰან ვოლფგანგ გოეთე

ფაუსტი l

იოჰან ვოლფგანგ გოეთე

ფაუსტი ll

ფიოდორ დოსტოევსკი

ძმები კარამაზოვები

ვირჯინია ვულფი

ორლანდო