საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

გზა შუქურისკენ

წელი: 2015
ყდა: მაგარი
გვერდები: 278
ფორმატი: 14.50 X 21.50
ISBN: 9789941232862

გაზიარება

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

ვირჯინია ვულფი (1882 –1941)  XX ს.-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალი მოდერნისტი, ცნობილ ინტელექტუალთა, "ბლუმსბერი ჯგუფის" დამფუძნებელი. ჯეიმს ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა "ცნობიერების ნაკადის" სტილი ლიტერატურაში. 
სწორედ ამ ინოვაციური ხერხის გამოყენების ბრწყინვალე ნიმუშია რომანი "გზა შუქურისკენ", რომელიც პირველი მსოფლიო ომის წინა და შემდგომი პერიოდის ზედა საშუალო კლასის ინგლისელი ოჯახის, რემზების ცხოვრებას ეძღვნება. მოქმედება ვითარდება ჰებრიდის კუნძულებზე, ცნობილი მეცნიერის, მისტერ რემზისა და მისი მეუღლის აგარაკზე – მათი მრავალრიცხოვანი სტუმრების დიდი მიზიდულობის ცენტრში. მწერალი საოცარი ოსტატობით და სიფაქიზით ქარგავს ადამიანების ურთიერთობების, ცოლისა და ქმრის, მშობლებისა და შვილების, მამაკაცისა და ქალის მარადიული კონფლიქტის, მათი განცდების, სიყვარულის, სიძულვილის, ტრაგედიის სურათებს და ქმნის მათივე თვალით დანახული სამყაროს წარუშლელ ხატებს.
რომანი "გზა შუქურისკენ" ლირიკული პროზის შედევრია. მისი ზოგიერთი მონაკვეთი ჭეშმარიტად შეიძლება მივიჩნიოთ პოეზიად პროზაში.
შეუძლებელია, რომანმა გულგრილი დატოვოს ლიტერატურის მოტრფიალე მკითხველი.

 

მიმოხილვები და კომენტარები:

14 .90 ¢
ან შეიძინეთ 149 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 14.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას