საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
კორნეი ჩუკოვსკი

ექიმი ვაივიში და სხვა ლექსები მალე

00 .00¢
მალე
წელი: 2019
ყდა: მაგარი
გვერდები: 64
ფორმატი: 19.50 X 24.00
ISBN: 9789941302640

გაზიარება

ექიმი ვაივიში და სხვა ლექსები მალე

მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი

 

საბავშვო ბიბლიოთეკა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შერჩეულ კლასიკურ ნაწარმოებებს აერთიანებს. საბავშვო ბაღში, სახლში, თამაშის დროს თუ ძილის წინ წიგნებთან ერთად გატარებული დრო ბავშვებისათვის ყველაზე ძვირფასია.

სწორედ ამიტომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გთავაზობთ ასაკისთვის შესაფერის, თანამედროვე, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ სერიას, რომელიც ადრეული ასაკიდან შეაყვარებს პატარებს წიგნებთან ურთიერთობას.

კორნეი ჩუკოვსკი XX საუკუნის რუსი საბავშვო მწერალია, რომლის ლექსები დღესაც ძალიან პოპულარულია. ყველა ბავშვს გაახალისებს ცხოველების ექიმ ვაივიშის საინტერესო თავგადასავალი, ღიპუცელა ბუზი-ბუზანკალის სახიფათო ისტორია და საბრალო ტელეფონის ამბები, რომელსაც ცხოველები წარამარა ურეკავენ და მოსვენებას არ აძლევენ. ჩუკოვსკის ყველაზე ცნობილი სამი ლექსი ქართველი ბავშვებისთვის ხელახლა ითარგმნა.

მიმოხილვები და კომენტარები:

00 .00¢
მალე