საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ცრემლიანი სათვალე

წელი: 2013
ყდა: რბილი
გვერდები: 400
ფორმატი: 14.50 X 21.50
ISBN: 9789941158605

გაზიარება

"ამ ორმა ხატმა – ეკრანმა და მაყურებელმა – მთელი ჩემი ცხოვრების წესზე, "პირად ისტორიაზე", ე. ი. ბიოგრაფიაზე იმოქმედა... ჩემი სათვალე ხშირად ილაქებოდა ხოლმე ცრემლით – ხან კინოგმირები მატირებდნენ, ხანაც ცოცხალი ადამიანები – რეალური ცხოვრება, რომელიც ჩემს თაობას მძიმე და მართლაც სატირალი გვქონდა.

ამ ცრემლის ისტორია თაობის ისტორიაა – იმ თაობისა, რომელიც ხრუშჩოვის გადაყენებისა და "ოტტეპელის" დასრულების შემდეგ მივიდა სკოლაში, ბრეჟნევის ეპოქაში ისწავლა და "პერე­სტროიკის" ხანაში დაიწყო მუშაობა... მერე კი დაიშალა, დანაწევ­რდა – სამოქალაქო ომით, აფხაზეთით, ქვეყნიდან გაქცევით, კულტურის დანგრევითა და კულტურის ნაცვლად ფსევდოკულტურით, ნარცისების ბაღნარის აშენებით.

კინოს მოყვარულები ცნობილი "ვუაიერისტები" რომ არიან, ამას უკვე თავად აღიარებენ. ჩვენ ყურება უფრო გვიყვარს, ვიდრე ცხოვრება; დაკვირვება, ცქერა და თვალთვალი მთელ ქვეყანას გვირჩევნია; ჩვენ თითქოს არა ვართ ამქვეყანაზე, არ ვმონაწილეობთ ისტორიულ პროცესებში. მხოლოდ ვაკვირდებით... და ვითომ რატომ არ უნდა მოინდომოს კაცმა, დაწეროს ერთი წიგნი მაინც იმაზე, რაც ნახა და რასაც დააკვირდა?!"

 

მიმოხილვები და კომენტარები:

10 .90 ¢
ან შეიძინეთ 109 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 10.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
თორნიკე შარაშენიძე

დიპლომატიის ისტორია

ზაზა ბურჭულაძე

კონფორმისტის ჩანაწერები