საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
კარლ უვე კნაუსგორი

ჩემი ბრძოლა ახალი

16 .90 ¢
ან შეიძინეთ 169 .00 ბონუს ქულით
+ 16.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
წელი: 2019
ყდა: რბილი
გვერდები: 390
ფორმატი: 15.50 X 23.50
ISBN: 9789941302251

გაზიარება

ჩემი ბრძოლა ახალი

მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე

ნორვეგიელი მწერალი კარლ უვე კნაუსგორი პირველივე რომანით მოექცა ლიტერატურის მოყვარულთა თვალთახედვის არეში. მისმა სადებიუტო ნაწარმოებმა – „სამყაროდან გასული“ ნორვეგიელ კრიტიკოსთა პრიზი დაიმსახურა. ამის შემდეგ მას მრავალი ლიტერატურული ჯილდო მიენიჭა, რომელთა შორის აღსანიშნავია ბრაგეს (რომანისთვის „ჩემი ბრძოლა“, წიგნი პირველი) და გილდენდალის პრემიები. კნაუსგორის წიგნები თარგმნილია ოცდაათ ენაზე.

რომანი „ჩემი ბრძოლა“ ექვს წიგნს აერთიანებს. პირველ წიგნს მწერალი სიკვდილის გამაოგნებელი აღწერით იწყებს, რის შემდეგაც დაუფარავად გვიყვება, თუ როგორ ცდილობს ცხოვრებისთვის ფეხის აწყობას, როგორ თმობს პირად ამბიციებს მწერლობის გამო. კნაუსგორი საკუთარი ცხოვრების ყოველ დეტალზე – მნიშვნელოვანსა და სულისშემძვრელზე თუ ყოველდღიურსა და უმნიშვნელოზე – გულწრფელად და შეულამაზებლად წერს. მისი თხრობა მგრძნობიარე და იმდენად გულწრფელია, რომ დროდადრო უხერხულობასაც კი ქმნის.

„ჩემი ბრძოლა“ ალბათ ავტორსაც და მის ახლობლებსაც საკმაოდ ძვირად დაუჯდათ, მაგრამ ის უკვე იქცა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილად. რომანი უდიდეს აღტაცებასა და მძაფრ ემოციას იწვევს მკითხველში.

მიმოხილვები და კომენტარები:

16 .90 ¢
ან შეიძინეთ 169 .00 ბონუს ქულით
+ 16.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ჟოზეფ კესელი

დღის ლამაზმანი

ახალი
ისაბელ ალიენდე

სულების სახლი