საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.

ცეროდენა ნილს კარლსონი ახალი

წელი: 2019
ყდა: მაგარი
გვერდები: 32
ფორმატი: 19.50 X 24.00
ISBN: 9789941302664

გაზიარება

მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური

საბავშვო ბიბლიოთეკა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შერჩეულ კლასიკურ ნაწარმოებებს აერთიანებს. საბავშვო ბაღში, სახლში, თამაშის დროს თუ ძილის წინ წიგნებთან ერთად გატარებული დრო ბავშვებისათვის ყველაზე ძვირფასია.

სწორედ ამიტომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გთავაზობთ ასაკისთვის შესაფერის, თანამედროვე, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ სერიას, რომელიც ადრეული ასაკიდან შეაყვარებს პატარებს წიგნებთან ურთიერთობას.

გაგიგია რამე ცეროდენა ნილს კარლსონის შესახებ? დიახ, დიახ, ცეროდენა ნილსის, რომელიც ისეთი პაწაწინაა, რომ ბიჭუნა ბერტილის პერანგის ჯიბეშიც კი ეტევა. ან „ბიჭი-ბიჭი-ბიჭუკელას“ შელოცვა თუ გსმენია? ამ ჯადოსნური სიტყვების წარმოთქმით შეიძლება ისე დაპატარავდე, რომ თაგუნიას სოროში შეძვრე, სადაც ცეროდენა ნილსი ცხოვრობს, და მთელი საღამო მასთან ერთად გაატარო. ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ეს პატარა მოთხრობა შინ მარტო დარჩენილი ბიჭისა და მისი ცეროდენა მეგობრის უცნაურ ამბავს მოგვითხრობს.

მიმოხილვები და კომენტარები:

12 .90 ¢
ან შეიძინეთ 129 .00 ბონუს ქულით
+ 12.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ახალი
კორნეი ჩუკოვსკი

ექიმი ვაივიში და სხვა ლექსები