Image Alt

წიგნები

ბოლო ჟამის ომი

24,90 

ოსტატის ხელით შექმნილ ამ ნაწარმოებში მკითხველს ბოლომდე არ ასვენებს კითხვა – მაინც ვინ იყო ის იისფერსამოსიანი წვეროსანი…

არ არის მარაგში

პერუ

მარიო ვარგას ლიოსა

მარიო ვარგას ლიოსა - 1936 წელს დაბადებული პერუელი ნობელიანტი მწერალი ცნობილია არა მხოლოდ ლიტერატორი, არამედ როგორც მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნე. ერთ-ერთი გამორჩეული სამხრეთამერიკელი ავტორი პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური ფიგურა გახლდათ. 1990 წელს ის მონაწილეობდა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მხარდაჭერით, თუმცა ალბერტო ფუხიმორთან დამარცხდა. მისი ნაწერები პირდაპირ ირეკლავდნენ პერუში მიმდინარე სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებს, რამაც დამატებითი მნიშვნელობა შესძინა მარიო ვარგას ლიოსას სახელს. ავტორი ბევრს მოგზაურობდა, რამაც მისი შემოქმედების უფრო გვიანდელ პერიოდში სხვადასხვა ისტორიული მოვლენის მისეული ინტერპრეტაცია განაპირობა. ლიოსას კომპლექსური ტექსტები განხილულია როგორც მოდერნისტული, ისე პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ჭრილში.

აღწერა

მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი

რა მოხდა კანუდუსში? რა მოვლენები დატრიალდა.მრავალთათვის ლამის მიწიერ სამოთხედ, სიცოცხლის, კარნავალებისა.და ხალისის სიმბოლოდ ქცეული ბრაზილიის.ერთ მივარდნილ კუთხეში მე-19 საუკუნის მიწურულს? ვინ იყო ის იისფერსამოსიანი.კაცი, ვინც შეძლო, ერთ მუშტად გაეერთიანებინა.სოფლის მახინჯები, პირსისხლიანი ავაზაკები, ყველა ჯურის.მარგინალები, ცოდვილნი, ყოფილი მონები, ვაჭრები თუ უბრალო გლეხები, ერთ.თანასწორუფლებიან კომუნად ჩამოეყალიბებინა, ეგოიზმსა და.უკეთურებაზე უარი ეთქმევინებინა, ახლად შექმნილი.რესპუბლიკისთვის დაეპირისპირებინა და თავისი ქვეყნის.ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი.ბრძოლების მონაწილენი გაეხადა: ღვთით.მოვლენილი წინასწარმეტყველი, საკუთარ ინტერესებს.აყოლილი ავანტიურისტი, თავისუფლებისთვის.მებრძოლი უტოპისტი თუ შეშლილი ფანატიკოსი? როგორ მოხდა, რომ ათასობით.ადამიანი მას მესიად აღიარებდა?

ვინ იყვნენ გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებებიდან ჩვენთვის.ესოდენ ცნობილი ჟოაო აბადო, ანტონიუ კონსეილეირუ, ბეტანკური და სხვები.სინამდვილეში და რა როლი შეასრულეს მათ ბრაზილიის ცხოვრებაში? ნობელის პრემიის ლაურეატის, ცნობილი.პერუელი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას რომანი აღწერს სწორედ ამ ტრაგიკულ და მრავალმხრივ საინტერესო ისტორიულ მოვლენას, რომელსაც დღემდე იდუმალების საბურველი მოსავს და ლეგენდების წყაროდ.არის ქცეული. ოსტატის ხელით შექმნილ ამ ნაწარმოებში.მკითხველს ბოლომდე არ ასვენებს კითხვა – მაინც ვინ იყო.ის იისფერსამოსიანი წვეროსანი…

ISBN 9789941302237
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

15.50 X 23.50

გვერდების რაოდენობა

638

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,732 კგ
ზომები 1,5 × 15,5 × 23,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

  • რობერტო ბოლანიო
    ველური დეტექტივები
    24,90