საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ჟოზე სარამაგუ

Nobel Prize Owner

  ჟოზე სარამაგუ   ყველა დროის ყველაზე ცნობილი პორტუგალიელი მწერალია. ის 1922 წელს სოფელ აზინაგაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ავტოშემკეთებლად, თარჯიმნად და ჟურნალისტად. სარამაგუმ წერა 58 წლის ასაკში დაიწყო და წერის საოცარი მანერის წყალობით, მაშინვე მიიპყრო კრიტიკოსების ყურადღება. სარამაგუ არ ემორჩილება პუნქტუაციის კლასიკურ წესებს და ამის გამო, სავსებით შესაძლებელია, მის ერთ წინადადებას სამი გვერდიც არ ეყოს. სარამაგუს შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი  „იესოს სახარებას“ უკავია, რომელშიც ავტორმა იესო ქრისტეს ცხოვრება, მისი ჩასახვიდან ჯვარზე გაკვრამდე, სრულიად განსაკუთრებულად აღწერა მოგვითხრო რა ისტორია ადამიანისა, რომელსაც იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დააკისრეს, ვიდრე თავად სურდა აეღო. ამის გამო ვატიკანმა სარამაგუ მწვალებლად, მისი ტექსტი კი მკრეხელობად გამოაცხადა. თუმცა, ამ გარემოებას ეჭვქვეშ არ დაუყენებია ავტორის სამწერლო ოსტატობა და სწორედ თავისი განუმეორებელი პროზის წყალობით, 1998 წელს  ნობელის კომიტეტმა ჟოზე სარამაგუ ლიტერატურის დარგში პრემიით დააჯილდოვა.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები