საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ჟიულ გაბრიელ ვერნი  ფრანგი მწერალი, კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატორი. მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო პიესების წერით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია (ვოდევილი "შეუწყვეტელი მეგობრობა" – 1850 წ.). 50-იანი წლების დასასრულს გადაწყვიტა შეექმნა მეცნიერული რომანი, რომელიც, მისივე თქმით, "შეაერთებდა გუშინდელ რომანტიზმს დღევანდელ რეალიზმთან და ხვალინდელი დღის სიმბოლოსთან". მან დაიწყო მეცნიერული დარგების საფუძვლიანი შესწავლა. აქვეყნებდა მოთხრობებს, პოპულარულ ნარკვევებს, წერილებს, სახელი მოუხვეჭა 1862 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა "ხუთი კვირა საჰაერო ბურთზე", ამის შემდეგ ჟიულ ვერნმა შექმნა "არაჩვეულებრივი მოგზაურობის" 65-ტომიანი ისტორია, რომელშიც გაერთიანდა არაერთი მეცნიერულ-ფანტასტიკური, სათავგადასავლო, გეოგრაფიული და სოციალურ-სატირული რომანი თუ მოთხრობა. მსოფლიო აღიარება მოუპოვეს რომანებმა: "მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ" (1864 წ.), "მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე", "კაპიტან გრანტის შვილები" , "მთვარის გარშემო" , "80 000 კილომეტრი წყალქვეშ" , "საიდუმლო კუნძული" , "15 წლის კაპიტანი" და სხვა.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები