საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ვაჟა ფშაველა

ფშავში, სოფელ ჩარგალში, მდინარე ჩარგლურას პირას, პატარა ქვითკირის სახლი დგას. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ.

ვაჟა-ფშაველამ წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. მისი ნაწარმოებები დღესაც არ კარგავს თანამედროვეობას.

ვაჟა-ფშაველას შემოქმედება მკითხველმა მის სიცოცხლეშივე დააფასა, თუმცა მწერალს მუდამ თან სდევდა სიდუხჭირე, რის გამოც ჯანმრთელობაც ადრეულ ასაკში შეერყა. ვაჟა 1915 წლის 27 ივლისს, 54 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

„ვაჟა არა მარტო ბუმბერაზი მწერალი, ბუმბერაზი პიროვნებაც იყო. იმდენი ქება-დიდება, მოწონება ესმოდა, მაგრამ იგი ისევ უბრალო, თავმდაბალი ვაჟა იყო, საყვარელი ვაჟა, გაჭირვებაში მყოფი, ვაჟკაცურად მებრძოლი ამ გაჭირვებასთან“ .

დავით კლდიაშვილი.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები