საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

სულხან-საბა ორბელიანი

სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ ტანძიაში, ქართლის სამეფოს მდივანბეგის, ვახტანგის, ოჯახში დაიბადა. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, მომავალმა მწერალმა საფუძვლიანი და მრავალმხრივი განათლება მიიღო. იგი ჭაბუკობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი. სულხან-საბა დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირების დამყარებისკენ ისწრაფვოდა, რის გამოც კათოლიკური აღმსარებლობაც მიიღო, შემდეგ კი დიპლომატიური მისიით ეწვია საფრანგეთის მეფე ლუი XIV-სა და რომის პაპ კლიმენტი XI-ს.  სულხანი 1698 წელს დავითგარეჯის მონასტერში ბერად აღიკვეცა. სწორედ ამ დროიდან იწოდება იგი „სულხან-საბად“. 1724 წელს, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთში დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის სულხან-საბა გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში მალევე გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, ვსესვიატსკოეს მონასტერში.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები