საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

სტივენ ჰოკინგი

ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი, სტივენ ჰოკინგი დაიბადა 1942 წლის 8 იანვარს. 1962 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი, რის შემდეგ დაკავდა თეორიული ფიზიკის შესწავლით. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი. ძირითადად მოღვაწეობს კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში

ახალგაზრდა ფიზიკოსს  განუვითარდა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, რომელმაც საბოლოოდ ჰოკინგი დამბლამდე მიიყვანა. 1965 წელს დაქორწინდა ჯეინ უაილდზე. წყვილს მოგვიანებით შეეძინა ერთი გოგო და ორი ბიჭი. 1974 წელს იგი გახდა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. 1985 წელს მან ყელზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც დაკარგა მეტყველების უნარი. მეგობრებმა ფიზიკოსს აჩუქეს მეტყველების სინთეზატორი. მას მცირეოდენი მოძრაობის უნარი გააჩნია, რის ხარჯზეც იგი მართავს კომპიუტერს. კომპიუტერის საშუალებით იგი მიმართავს საზოგადოებასაც. მოგვიანებით ჰოკინგს მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს გაშორდა. 1995 წელს ჰოკინგი ხელმეორედ დაქორწინდა, თუმცა 2006 წელს ერთმანეთს გაშორდნენ.

მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ჰოკინგი აქტიურ ცხოვრებას ეწევა. იგი აგრეთვე მოღვაწეობს, როგორც მეცნიერების პოპულარიზატორი.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები