საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

რ.ჯ. პალაციო

რ.ჯ. პალაციო ნიუ-იორკში მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. თითქმის ოცი წელი იმუშავა არტ-დირექტორად და გრაფიკულ დიზაინერად. მას არაერთი წიგნისთვის შეუქმნია ყდის დიზაინი და, როგორც თავად ამბობს, საკუთარი წიგნის დაწერაზეც ფიქრობდა. ერთ დღესაც სანაყინეში უჩვეულო გარეგნობის ბავშვს შეხვდა და სწორედ ეს შემთხვევა იქცა შთაგონების წყაროდ მისი პირველი წიგნისათვის „საოცრება“, რომელიც 2012 წელს გამოიცა და გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერად იქცა. არის მრავალი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის მფლობელი. წიგნის ქართული თარგმანი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“  2015 წელს გამოსცა.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები