საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

რიჩარდ მეთისონი

რიჩარდ მეთისონი დაიბადა 1926 წელს ნიუ-ჯერსიში. ხანგრძლივი სამწერლო კარიერის განმავლობაში სამეცნიერო ფანტასტიკურ ჟანრში არაერთი ნაწარმოები შექმნა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „მე ვარ ლეგენდა“, რომლის კინო-ადაპტაცია სამჯერ გადაიღეს. უკანასკნელი 2007 წელს გამოსული ამავე სახელწოდების ფილმი გახლდათ.

მეთისონის ნაწარმოებები მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს არ განეკუთვნება. ავტორი მკითხველს მრავალფეროვან ფაბულას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ჟანრის დიდ მწერლებს შორის არ მოიაზრება, მისი ტექსტები შთაგონების წყარო არაერთი ავტორისთვის გამხდარა. სტივენ კინგის განცხადებით, მეთისონი ის მწერალი იყო, რომელმაც, სხვებთან შედარებით, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მასზე.

2010 წელს რიჩარდ მეთისონი სამეცნიერო ფანტასტიკის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები