საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

რეზო ჭეიშვილი

რეზო ჭეიშვილი  დაიბადა 1933 წელს ქუთაისში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებში შედგა მისი ლიტერატურული დებიუტი. დროთა განმავლობაში ჭეიშვილი ხვეწდა თავის სამწერლო ენას, რომელზეც კრიტიკოსები მოგვიანებით აღნიშნავდნენ: „შეუძლებელია არათუ მიბაძო რეზო ჭეიშვილის სტილს, არამედ თუნდაც დააკოპირო ის.“ 1962 წელს, 27 წლის ასაკში, მისი პირველი წიგნი გამოქვეყნდა. ამას მოჰყვა რომანები: „დალი“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „ვაიმე, ჩემო ვენახო“, „მუსიკა ქარში“, „ცისფერი მთები“. 1995 წელს რეზო ჭეიშვილს გადაეცა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 2012 წელს კი პრემია „საბა“ ქართულ ლიტერატურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. რეზო ჭეიშვილი 2015 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

გაზიარება

სხვა ავტორები