საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

რევაზ ინანიშვილი

რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში. თერთმეტი წლისა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვდასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილებასა და მწერალთა კავშირში. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ჟურნალ „დილას“ რედაქტორი. კრებული „პირველი მოთხრობები“ 1953 წელს გამოაქვეყნა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რევაზ ინანიშვილი 1991 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები