საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

მიხეილ ჯავახიშვილი

ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ჯავახიშვილი 1880 წელს მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში დაიბადა. მიხეილ ჯავახიშვილი 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, შემდეგი ნაწარმოები კი მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. საბჭოთა იდეოლოგიასთან წინააღმდეგობა მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის „დიდი რეპრესიების“ მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში აკრძალული იყო. თანამედროვე ბრიტანელი ლიტერატურათმცოდნე დონალდ რეიფილდი ჯავახიშვილის თხრობის სტილს, იუმორს, ფარულ ირონიასა და მორალურ ქვეტექსტებს სტენდალის, მოპასანისა და ზოლას ნაწარმობებს ადარებს.

გაზიარება

სხვა ავტორები