ტექნიკური ხარვეზების გამო საიტიდან შეძენა დროებით შეუძლებელია

დაიბადა 1958 წლის 26 თებერვალს საფრანგეთში. ცნობილია თავისი პროვოკატორული და სკანდალური რომანებით. პროფესიით აგრონომმა სტუდენტობისას დააარსა ჟურნალი, სადაც მისი ლექსები იბეჭდებოდა. 1981 წელს ის ამთავრებს კინემატოგრაფიის ფაკულტეტს, 1983 წლიდან კი უკვე ინფორმატკოსის კარიერას იწყებს. მას ჩაწერილი აქვს სიმღერების ალბომიც. გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული, წერს ესეებს.

2002 წელს ჟურნალ lire -ში გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო რამდენიმე ისლამურმა საზოგადოებამ, მათ შორის პარიზის მეჩეთის წინამძღონლმა, უელბეკი დაადანაშაულა ისლამოფობიასა და რასიზმში. მართალია, პარიზის ინტელექტუალური საზოგადოების თანადგომისა და მისი პირადი ადვოკატების წყალობით, ბრალი მოეხსნა, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ უელბეკი ესპანეთში ცხოვრობს.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები