1962 წელს დაბადებული ბრიტანელი ავტორის სამწერლო კარიერის დიდი ნაწილი საბავშვო ლიტერატურა ეთმობა. მისი ყველაზე ცნობილი რომანია „რაა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები“. ნაწარმოებმა დიდი პოპულარობა, აღიარება და არაერთი ლიტერატურული ჯილდო მოუტანა. ეს იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც შედარებით მოზრდილი მკითხველისთვის დაწერა, თუმცა თანაბრად პოპულარული გახდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

ამჟამად ცოლსა და ორ ვაჟთან ერთად ოქსფორდში ცხოვრობს. არის ვეგეტარიანელი და უყვარს ვეგეტარიანული კერძების მომზადება.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები