საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

მაყვალა მრევლიშვილი

საბავშვო პოეტი მაყვალა მრევლიშვილი 1909 წელს ქართველი მხატვრის, ალექსანდრე მრევლიშვილის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის მე-8 საშუალო სკოლა, 1930 წელს კი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ლიტერატურის განყოფილება. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ სხვადახვა დროს მუშაობდა საბავშვო რადიოგადაცემათა რედაქტორად, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში - მეცნიერ-თანამშრომლად, იყო მოსწავლეთა  სასახლის მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელი, საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის მდივანი, ჟურნალ „დილას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. ქართველ ბავშვებს შორის დღემდე პოპულარულია მისი ლექსები: „დილა მშვიდობისა“, „საწყალი კურდღელი“, „ჩიტო-ჩიტო“, „შენ გიგალობ პატარავ“ და სხვა. მაყვალა მრევლიშვილს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის მედლითა და საპატიო ნიშნის ორდენებით. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები