საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

მაქს ფრიში

გერმანულენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა 1911 წელს ციურიხში დაიბადა. იყო მწერალი, დრამატურგი, არქიტექტორი და ფილოსოფოსი. ფრიში თავის ტექსტებში აქცენტს აკეთებდა ადამიანის ინდივიდუალიზმის დაპირისპირებაზე საზოგადოებასთან, მორალთან, პოლიტიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობასთან. იყო შვეიცარიელი ავტორების გაერთიანების ე.წ. „ოლტენის ჯგუფის“ ერთ-ერთი დამაარსებელი.

აღიარება სიცოცხლეშივე მოიპოვა და არაერთი ჯილდოს მფლობელიც გახდა. საპატიო ხარისხი მიენიჭა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მშობლიურ ქალაქ ციურიხში, სადაც გარდაიცვალა კიდეც, მისი სახელობის პრემია დაწესდა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ გაიცემა.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები