საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ლუის კეროლი

ჩარლზ ლ. დოდსონს მსოფლიო „ლუის კეროლის“ სახელით იცნობს. დაიბადა 1832 წელს ინგლისში, ჩეშირის საგრაფოში. ბავშვობაში განსაკუთრებულ ნიჭს ავლენდა მათემატიკაში, 20 წლის ასაკში კემბრიჯის უნივერსიტეტის სტიპენდია მიიღო. აქ ის მოგვიანებით მათემატიკას ასწავლიდა. მათემატიკის გარდა, ლუის კეროლი ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული, წერდა ესეებს, პოლიტიკურ პამფლეტებსა და ლექსებს. მწერალი ბუნებით მორცხვი იყო და საუბრისას ენა ებმოდა, მაგრამ ბავშვებთან ურთიერთობისას სრულიად გამართულად მეტყველებდა და თავს ყველაზე კარგად სწორედ მათთან გრძნობდა. ჰენრი ჯორჯ ლიდელის ქალიშვილი ელისი მისი ერთ-ერთი გამორჩეული მეგობარი იყო და სწორედ ის ითვლება ლუის კეროლის შთაგონების წყაროდ.  კეროლი ელისსა და მის დებს იმ ამბებს უყვებოდა, რომლებიც მოგვიანებით წიგნად, სახელწოდებით „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“, აქცია.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები