საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ჯერალდ დარელი

ჯერალდ (ჯერი) მალკოლმ დარელი 1925 წლის 7 იანვარს ინდოეთის ქალაქ ჯამშედპურში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ, როცა დარელი სამი წლის იყო, ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, 1935 წელს კი ისინი საბერძნეთში, კუნძულ კორფუზე, დასახლდნენ. იქ გატარებული წლები დარელმა მოგვიანებით თავის ცნობილ ავტობიოგრაფიულ წიგნში – „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ – აღწერა. წიგნმა ავტორს გამოცემისთანავე დიდი პოპულარობა მოუტანა. გაყიდვიდან შემოსული თანხა დარელმა თავის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს მოახმარა. მან თავისივე სახელობის ველური ბუნების დაცვის ფონდი და ზოოპარკი დააარსა, რომელშიც, უმეტესად, გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს მოუყარა თავი.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები