საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ჯ. მ. კუტზეე

ჯონ მაქსველ კუტზეე  თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელია. იგი 1940 წელს კეიპტაუნში დაიბადა. კუტზეემ საკუთარი თვალით იხილა აპარტეიდის საშინელი შედეგები, გამოიარა სამოქალაქო ომი. მეტწილად, სწორედ ამან განსაზღვრა  მისი ლიტერატურული სიუჟეტები. კუტზეეს დებიუტი 1970-იან წლებში შედგა. მან მალევე მიიპყრო კრიტიკოსთა და მკითხველთა ყურადღება, თუმცა მსოფლიო აღიარება 1980-იან წლებში მოიპოვა რომანებით „ბარბაროსთა მოლოდინში“ და „მაიკლ კეის ცხოვრება და დროება“. ამ ნაწარმოებების წყალობით კუტზეემ ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, „ბუკერი“ დაიმსახურა.  კუტზეე იმ იშვიათ ავტორთა შორისაა, რომელთაც ერთზე მეტი „ბუკერი“ აქვთ. მეორე ჯილდო მწერალმა 1999 წელს გამოქვეყნებული რომანისთვის „სირცხვილი“– მიიღო. მსოფლიო ლიტერატურის თანამედროვე კლასიკოსად აღიარებულ ჯონ მაქსველ კუტზეეს ნობელის კომიტეტმა 2003 ლიტერატურის დარგში პრემია გადასცა „უცხოთა და გარიყულ ადამიანთა მრავალმხრივი წარმოჩენისთვის“.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები