საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

 საბავშვო წიგნების, რომანებისა და მოთხრობების ნორვეგიელი ავტორი, იუსტაინ გორდერი 1952 წელს ოსლოში დაიბადა. გორდერის წიგნები გამოცემულია არაერთ ენაზე, რომელთა ტირაჟის საერთო რაოდენობა რამდენიმე ათეული მილიონია.

იუსტაინ გორდერის ყველაზე ცნობილი რომანი „სოფის სამყაროა“, ამ წიგნის ქვესათაურია „მოთხრობა ფილოსოფიის ისტორიის შესახებ“. რომანი 53 ენაზეა ნათარგმნი (საერთო ტირაჟი 30 მილიონი, მხოლოდ გერმანიაში „სოფის სამყაროს“ 3 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული).

1997 წელს იუსტაინ გორდერმა მეუღლე სირი დანევიგთან ერთად დააწესა 100 000 $ ოდენობის ყოველწლიური პრემია ეკოლოგიის დაცვისთვის სახელად „სოფის პრემია“.

2005 წელს გორდერი დაჯილდოვდა ნორვეგიის, წმინდა ოვლაფის სამეფო ორდენით.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები