საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

იოჰანა შპირი

მსოფლიოში ცნობილი საბავშვო ნაწარმოების „ჰაიდის“ ავტორი იოჰანა შპირი 1827 წელს შვეიცარიაში დაიბადა. ზაფხულობით პატარა იოჰანა გრაუბიუნდენის კანტონში, ქალაქ კურთან ახლოს, ისვენებდა. სწორედ ამ ადგილებში ვითარდება მოვლენები მის თხზულებებშიც. იოჰანა შპირი გერმანულენოვანი მწერალია. „ჰაიდი“ 1881 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ორმოცდაათ ენაზე ითარგმნა. დღემდე „ჰაიდის“  ორმოცდაათ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. სრული ტექსტის პირველი ქართული თარგმანი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ 2016 წელს გამოსცა.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები