საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

იოჰან ბორგენი

იოჰან ბორგენი,  ნორვეგიული ლიტერატურის კლასიკოსი, 1902 წელს ქრისტიანიაში, ადვოკატების შეძლებულ ოჯახში, დაიბადა. მუშაობდა სხვადასხვა ნორვეგიულ ჟურნალ-გაზეთში და წერდა მოთხრობებს, სტატიებსა და ფელეტონებს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბორგენის შემოქმედებაში სარკაზმი იჭრება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ფაშიზმისკენაა მიმართული. ამის გამო ის გერმანელებმა რამდენიმე თვით დაიჭირეს კიდეც და გრინის საკონცენტრაციო ბანაკში გამოკეტეს. ბანაკიდან თავის დახსნის შემდეგ ბორგენი შვედეთში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ მას არასოდეს ჰქონია ფინანსური პრობლემები (ის შეძლებულ ფენას ეკუთვნოდა), ბორგენი ყოველთვის უარყოფითად იყო განწყობილი ბურჟუაზიისადმი. მას მიაჩნდა, რომ საზოგადოების ნებისმიერი მანკიერება სწორედ შეძლებული ფენიდან მოდიოდა. ეს ყველაფერი კარგად აისახა მის შემოქმედებაში, რომელიც დღესდღეობით მსოფლიო ლიტერატურის კლასიკადაა აღიარებული. იოჰან ბორგენი 1979 წელს გარდაიცვალა.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები