საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე სოფელ ყვარელში, გაღარიბებული თავადის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თბილისის კერძო პანსიონში, შემდეგ- თბილისის გიმნაზიაში, 1857-1861 წლებში კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლები ილიას ცხოვრებაში განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო. ამ წლებში დაიწერა პოემა „აჩრდილი“, „ქართვლის დედა“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, „მუშა“, „ელეგია" და სხვ. სამშობლოში დაბრუნების პერიოდს ეკუთვნის „მგზავრის წერილები“, რომელიც არა მარტო ავტორისა და „თერგდალეულების“ მისწრაფებებს ეხმაურებოდა, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმაღლეს იდეალებსაც გამოხატავდა. 70-90-იან წლებში ილია აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში, აქვეყნებდა პუბლიცისტურ ნაშრომებსა და წერილებს. ამ პერიოდში მისი თაოსნობით დაარსდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და ჟურნალი „საქართველოს მოამბე.“

1907 წლის 28 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა – ის მოკლეს.  მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია“.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები