საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
Nobel Prize Owner

გიუნტერ გრასი, გერმანელი მწერალი, მოქანდაკე, მხატვარი, გრაფიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. დაიბადა 1927 წლის 16 ოქტომბერს, დანციგში, გერმანიაში.

1956 – 1957 წლებში გიუნტერ გრასმა საკუთარი ქანდაკებებისა და გრაფიკული ნაშრომების გამოფენა დაიწყო, ამავე დროს დაიწყო მისი ლიტერატურით გატაცება. იმ დროს გრასი წერდა მოთხრობებს, ლექსებსა და პიესებს, რომელსაც თავად აბსურდის თეატრს მიაკუთვნებდა.

წარმოსახვითი ენით იყო დაწერილი რომანიც "თუნუქის დოლი" (გერმ. Die Blechtrommel). ამ რომანისთვის მან მიიღო"ჯგუფი 47"–ის პრემია. 1960 წელს ქალაქ ბრემენის ლიტერატურული პრემიის ჟიურის სურდა მიენიჭებინა პრემია რომანისთვის, თუმცა ბრემენის სენატი შეეწინააღმდეგა ამას. 1979 წელს რომანის ეკრანიზაცია გამოვიდა (რეჟისორი – ფოლკერ შლიონდორფი). იმავე წელს ფილმმა "თუნუქის დოლი" მიიღო "კანის" კინოფესტივალის მთავარი პრიზი – ოქროს პალმის რტო, და ასევე "ოსკარი" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.

გიუნტერ გრასისი მეორე რომანმა "კატა და თაგვი", რომლის მოქმედებაც მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს ქალაქ დანციგში, და მოგვითხრობს ახალგაზრდა იოაჰიმ მალკეს ისტორიას, სკანდალი გამოიწვია. ჰესენის მუშაობისა და ჯანდაცვის მინისტრმა, რომანში ონანიზმის სცენის აღწერის გამო, მოითხოვა ფედერალური ორგანოებისგან ჩაეტარებინათ რომანის კვლევა, როგორც ამორალური შინაარსის მქონე. თუმცა საზოგადოების პროტესტის შემდეგ მინისტრი იძულებული გახდა უკან დაეხია.

არჩევნებში გრასი მხარს უჭერდა გერმანიის სოციალ–დემოკრატიულ პარტიას და შემდგომში მისი წევრიც გახდა 1982 წელს. 1990 წელს იგი გერმანიის გაერთიანების წინააღმდეგ გამოდიოდა. იგი თვლიდა, რომა გაერთიანებული გერმანია კვლავ მილიტარისტულ ქვეყნად აღორძინდებოდა.

1985 წელს გრასმა ჯაზური მუსიკის წარმომადგენელ გიუნტერ ზომერთან ერთად გამოუშვა მრავალი უჩვეულო ჩანაწერი, სადაც იგი კითხულობს საკუთარ ნაწარმოებებს ზომერის მუსიკის თანხლებით.

1999 წელს, 72 წლის ასაკში გიუნტერ გრასმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

 

გაზიარება

სხვა ავტორები