საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი

გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი (დაახლ. 70-140 წწ) მხედართა ფენას ეკუთვნოდა. განათლება რომში მიიღო ჯერ გრამატიკოსთა, შემდეგ ორატორთა სკოლაში. მას სიცოცხლის ბოლომდე მფარველობდა პლინიუს უმცროსი, რომელიც ათი წლით იყო მასზე უფროსი. პლინიუსის დახმარებითვე მიიღო სვეტონიუსმა ქურუმთა ორივე კოლეგიის წევრობის უფლება, მისივე ხელშეწყობით შეიძინა მამული რომის მახლობლად, რათა მშვიდად მიეყო ხელი სამწერლო საქმიანობისთვის. 117 წ. რომში იმპერატორი ხდება ჰადრიანუსი, მეცნიერებისა და ხელოვნების დიდი ქომაგი. სვეტონიუსს იწვევენ საიმპერატორო კარზე და საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის მეთვალყურედ ნიშნავენ. ამასთან, მწერალი კორესპოდენციათა სფეროში იმპერატორის მთავარი მრჩეველი ხდება. ამ თანამდებობამ სვეტონიუსს საშუალება მისცა ესარგებლა სახელმწიფო არქივის მასალებით, რომელთა გამოყენებით მან შექმნა "სახელოვან კაცთა ცხოვრება" და "თორმეტი კეისრის ცხოვრება".

გაზიარება

სხვა ავტორები