საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ეთგარ კერეთი

   ეთგარ კერეთი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ებრაელი მწერალია, რომელმაც მილიონობით მკითხველის გული თავისი მოკლე მოთხრობებით მოიგო. დაიბადა 1967 წელს რამათ-განში. წერა სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდში დაიწყო და 1994 წელს პირველი კრებული – „მილსადენები“ გამოსცა. მის დებიუტს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მეორე კრებული „იძებნება კისინჯერი“ – კი ნამდვილ ბესტსელერად იქცა და მას შემდეგ აქტიურად ქვეყნდება მსოფლიოს წამყვან პერიოდულ გამოცემებში. მწერლის ყველაზე წარმატებული კრებულები „ნებროთმა გარეკა“ (2006) და „უეცრად კარზე აკაკუნებენ“ (2012) გამოდგა, რის შემდეგაც კერეთმა პირველი არამხატვრული წიგნი „შვიდი კარგი წელიწადი“ გამოსცა. ეთგარ კერეთი უნივერსიტეტის პროფესორია და ამჟამად თელ-ავივში ცხოვრობს. 2016 წელს მწერალი თბილისს ეწვია და მკითხველთან შეხვედრები გამართა.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები