საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ერლენდ ლუ

ერლენდ ლუ   ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ნორვეგიელი მწერალია, რომლის ნაწარმოებებიც 40-მდე ენაზეა თარგმნილი. დაიბადა 1969 წელს ტრონჰეიმში. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთის მესვეტედ და მშობლიური ქალაქის ფსიქიატრიული კლინიკის ბრიგადირად. ერლენდ ლუს ნაწარმოებები, რომლებიც მინიმალისტური თხრობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშებია, ავტორისეული განუმეორებელი სტილის წყალობით, ადვილად იცნობა. ლუს პერსონაჟები ხშირად ასოციალური, ინტროვერტი, ადამიანები არიან, რომელთა მთავარი პრობლემაც საკუთარი არსის ძიება და ამასთან დაკავშირებული გაუთავებელი, პასუხგაუცემელი შეკითხვებია. მწერალმა აღიარება მოიპოვა რომანით „ნაივური. სუპერი.“,დოპლერის“ ტრილოგიით კი მკითხველს ხელახლა შეაყვარა თავი. ერლენდ ლუ  2013 წელს თბილისს ეწვია და მკითხველთან რამდენიმე შეხვედრა გამართა.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები