ეკატერინე ტოგონიძე

ეკატერინე ტოგონიძე დაიბადა 1981 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 10 წლის განმავლობაში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ტელეწამყვანად მუშაობდა. ამავდროულად, რამდენიმე ქართული ჟურნალ-გაზეთის მესვეტე იყო. მოგვიანებით ტოგონიძე ტელეჟურნალისტიკის ლექტორი გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. მისი ლიტერატურული დებიუტი 2013 წელს შედგა მოთხრობების კრებულით „ანესთეზია“, რომლისთვისაც მწერალმა ყველაზე პრესტიჟული ქართული ლიტერატურული პრემია – „საბა“– დაიმსახურა. ამჟამად ეკატერინე ტოგონიძე აქტიურად აგრძელებს სამწერლო საქმიანობას და პარალელურად, ჩართულია არაერთ პროექტში, რომლებიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ცხოვრების გაუმჯობესებას. ტოგონიძის რომან „Aსინქრონის“ მიხედვით 2018 წელს ქართულენოვანი ფილმი გამოვა.