დიბისი პიერი

პიტერ ფინდეი – (ლიტერატურული ფსევდონიმი დიბისი პიერი)დაიბადა 1961 წელს ავსტრალიაში, თუმცა ბავშვობა მექსიკაში გაატარა.19 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა. მექსიკაში გატარებულმა ნაციონალიზაციამ (მიწები, ბანკები, ტრანსპორტი და სხვა სახელმწიფო ქონება მოსახლეობას გადაეცა) მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც საბანკო საქმით იყო დაკავებული, საკმაოდ გააუარესა. მომავალი მწერალი ნარკოტიკებით დაინტერესდა და ქურდობა დაიწყო, თაღლითობდა და ბოლოს იმ მეგობრის სახლიც კი გაყიდა, რომელმაც შეიფარა.

90-იან წლებში პიტერ ფინლეი განდეგილად ცხოვრობდა და ნარკოტიკული დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებას ცდილობდა. მან მხატვარ-დეკორატორად დაიწყო მუშაობა და 2000 წელს ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად. მან აქ გამოსაცემად მოამზადა თავისი სადებიუტო წიგნი ”ვერნონ გენიოს ლითლი”.  წიგნი ამერიკის სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი მასობრივი მკვლელობების საკმაოდ აქტუალური პრობლემის შესახებაა.

ტეხასის პატარა ქალაქ მარტირიოში შემაძრწუნებელი ტრაგედია დატრიალდა – ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩვიდმეტი მოსწავლე ამოხოცეს. თანაკლასელთა მკვლელობაში ეჭვმიტანილია 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლი, მანამდე არაფრით გამორჩეული მოსწავლე. პოლიცია და საზოგადოება ვერნონისაგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვს, სასამართლო სიკვდილს მიუსჯის, მასმედია კი ცდილობს, იგი ახალი ლაივშოუს გმირად აქციოს... "ვერნონ გენიოს ლითლმა" 2003 წელს ბუკერის პრემია მიიღო. ჟიურის გადაწყვეტილება არაერთგვაროვნად იქნა მიღებული. საპრიზო თანხის ნაწილით, 50 000 ფუნტით, დიბისიმ ვალის ნაწილი გაისტუმრა, რომელიც 2003 წელს თითიქმის 200 000 დოლარს შეადგენდა.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები