საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

დევიდ ფონკინოსი დაიბადა 1974 წელს პარიზში. სწავლობდა ლიტერატურასა და მუსიკას სორბონის უნივერსიტეტში. სამწერლო კარიერია 2001 წელს დაიწყო. მისმა სადებიუტო რომანმა („Inversion de l'idiotie : de l'influence de deux Polonais“) ფრანსუა მორიაკის პრემია დაიმსახურა. ფონკინოსი პარალელურად სცენარებზეც მუშაობდა და ძმასთან, სტეფან ფონკინოსთან, ერთად რამდენიმე ეკრანიზაციაც გადაიღო.

დიდი წარმატება ხვდა წილად „დელიკატურობას“, რომლის ცნობილ ეკრანიზაციაში მთავარი როლი ოდრი ტოტუმ შეასრულა. ფონკინოსი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე ფრანგი ავტორია, რომლის ნაწარმოებებიც 40 ენაზეა თარგმნილი.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები