დევიდ ლაგერკრანცი  დაიბადა 1962 წელს. დევიდ ლაგერკრანცი ცნობილი შვედი ჟურნალისტი და მწერალია, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა და წარმატება მოუტანა ცნობილი ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ბიოგრაფიამ „მე – ზლატან იბრაჰიმოვიჩი“, რომელიც  გამოცემიდან მოკლე ხანში მსოფლიოს 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

2015 წელს მისი ავტორობით გამოვიდა მილენიუმის სერიის რიგით მეოთხე წიგნი – „გოგონა ობობას ქსელში“ რომელიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. სტიგ ლარსონის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ თითქმის არავინ ელოდა ამბის გაგრძელებას, თუმცა ლაგერკრანცმა ეს მისია ჩინებულად შეასრულა და ახლა მკითხველები ლიზბეთ სალანდერის ახალ ისტორიებს ელიან.

გაზიარება

სხვა ავტორები