საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

დენ ბრაუნი  დაიბადა 1964 წელს ეგზეტერში, ნიუ ჰემპშირში. ის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მწერალია, რაც 2003 წელს „და ვინჩის კოდის“ გამოსვლამ განაპირობა. დღემდე ამ უკანასკნელის ათეულობით მილიონი, დენ ბრაუნის სხვა წიგნების კი 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

მის წიგნებს დიდი მითქმა-მოთქმა და კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. ეს განსაკუთრებით ითქმის „და ვინჩის კოდზე“, რომელსაც ანტიქრისტიანულობას სწამებდნენ. თავად ავტორი მისი და მისი წიგნების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს არ ეთანხმება. მისი აზრით, ტექსტს დადებითი ეფექტი უნდა გამოეწვია და საინტერესო თემებზე წამოეჭრა დისკუსია.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები