საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ცოტნე ცხვედიანი

1993 წელს ქუთაისში დაიბადა. ის ქართული ლიტერატურის ახალგაზრდული ტალღის ერთ-ერთი საუკეთესო ავტორია, რომელმაც ძალიან მოკლედ დროში მოახერხა თავისი სათქმელის მკითხველამდე მიტანა ერთ-ერთი ყველაზე კარგი სადებიუტო წიგნით „ქალაქი და წმინდანები“. ცხვედიანის პერსონაჟები საქართველოს მივიწყებულ ქალაქებში ხაშურში, კაზრეთში, ტყიბულში მცხოვრები ადამიანები არიან, რომლებიც ყოველ დილით ახალი იმედებით იღვიძებენ, მაგრამ ამ იმედებს რეალიზაცია არ უწერიათ, რადგან ქართული სახელმწიფოსთვის მათ იმაზე გაცილებით ნაკლები ფასი აქვთ, ვიდრე დანარჩენ, დიდ ქალაქებში გაბნეულ მოსახლეობას. ცხვედიანის შემოქმედება არც კრიტიკას დარჩენია უყურადღებოდ და მასზე მრავალმა ქართულმა გამოცემამ დაწერა. მოთხრობა „ოქროს ქალაქი“ კი წლის 2015 საუკეთესო მოთხრობად დასახელდა და 2016 წელს აშშ-ში გამოცემულ ანთოლოგიაში „Best European Fiction“-შიც შევიდა.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები