საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ჩარლზ დიკენსი

ბრიტანელი მწერალი ჩარლზ დიკენსი 1812 წლის 7 თებერვალს ინგლისის სამხრეთით მდებარე ზღვისპირა ქალაქ პორტსმუტში დაიბადა. შვიდ და-ძმას შორის ის რიგით მეორე ვაჟი იყო. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, ხოლო ლონდონში გადასვლის შემდეგ, როცა ჩარლზი 12 წლის იყო, დიდი ვალების გამო, მამა ციხეში ჩასვეს. ამ პერიოდიდან დიკენსი თავად ცდილობდა, ოჯახის რჩენაზე ეზრუნა და, უმეტესად, შავი სამუშაოს კეთება უწევდა. მოგვიანებით მისი იუმორისტული სკეტჩები, რომლებსაც ფსევდონიმით აქვეყნებდა, სხვადასხვა ჟუნალში გამოჩნდა. 24 წლისას უკვე თავისი ჟურნალი ჰქონდა, რომელშიც პირველი რომანის, „ოლივერ ტვისტის“, გამოქვეყნება დაიწყო. რომანს, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე ამერიკაში, დიდი წარმატება ხვდა წილად. მომდევნო წლებში გამოიცა მისი არანაკლებ ცნობილი რომანებიც, რომლებიც დღეს კლასიკადაა აღიარებული.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები