საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ჩაკ პალანიკი

ჩაკ პალანიკი  უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მწერალია, რომელიც 1990-იანი წლების ერთ-ერთი საკულტო ფიგურაა ამერიკულ, და არამხოლოდ ამერიკულ, ლიტერატურაში. სადებიუტო რომან „მებრძოლთა კლუბის“ გამოსვლის შემდეგ პალანიკმა მსოფლიო დიდება მოიხვეჭა, რაშიც ავტორს ნაწარმოების ძალიან წარმატებული ეკრანიზაციაც დაეხმარა. ამის შემდეგ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მწერალი გახდა, რომლის მომდევნო რომანებიც: „ძილისპირული“, „ხუთვა“ , „დღიური“ და სხვა, მსოფლიოს 40-მდე ენაზე ითარგმნა, მსოფლიო მასშტაბით კი მათი მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. პალანიკი  წერის მინიმალისტური მანერით გამოირჩევა, რაც მის ისედაც უაღრესად დახვეწილ თხრობას დამატებით დაძაბულობას სძენს.  მწერალს თავის ნაწარმოებებში პროტაგონისტებად მარგინალი პერსონაჟები გამოჰყავს, რაც მის წიგნებს ერთგვარ ნონკონფორმისტულ და თავხედურ ელფერს სძენს.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები