საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ბესო ხვედელიძე  1972  წელს დაიბადა და საშუალო განათლების მიღების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამავე პერიოდში  გადაცემა „მოვლენის“ წამყვანი გახდა. 1992-93 წლებში ხვედელიძე  აფხაზეთში გაგზავნეს ომის კორესპონდენტად. სამოქალაქო ომის შემდეგ ხვედელიძე თბილისში დაბრუნდა და რედაქტორად დაიწყო მუშაობა  ჟურნალებში „სუფთა წერა“ და „პარნასი“. პარალელურად იყო რადიოს მუსიკალური გადაცემის წამყვანიც. 2013 წელს ბესო ხვედელიძე ნეპალში გადასახლდა და  ცხოვრების უმეტეს ნაწილს დღემდე იქ ატარებს. იგი ოცამდე წიგნის ავტორი და რამდენიმე ლიტერატურული პრემიის მფლობელია. ხვედელიძის ნაწარმოებები 10-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და გამოცემული.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები