საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ბერნარდ შოუ

Nobel Prize Owner

ჯორჯ ბერნარდ შოუ  დაიბადა 1856 წელს დუბლინში. 20 წლის ასაკში ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ბევრს წერდა, თუმცა ფინანსურად მაინც ვერ მოძლიერდა. მოგვიანებით თეატრალური კრიტიკოსი გახდა და საკუთარი პიესების წერაც დაიწყო. მისი „პიგმალიონის“ ორი ეკრანიზაცია არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთმა „ოსკარიც“ დაიმსახურა. ირლანდიელი დრამატურგის შემოქმედება 60-ზე მეტ პიესას აერთიანებს, რომელთა წყალობითაც სხვადასხვა პერიოდში არაერთი ჯილდო გადაეცა, მათ შორის ყველაზე პრესტიჟული – ნობელის პრემია – 1925 წელს მიიღო. ბერნარდ შოუ დღემდე თავისი თაობის უმნიშვნელოვანეს დრამატურგად რჩება. იგი 1950 წელს, 94 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ამ პერიოდში შოუ მორიგ სპექტაკლზე მუშაობდა.

გაზიარება

სხვა ავტორები