საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ასტრიდ ლინდგრენი

საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენი დაიბადა 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, როგორც თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი აღნიშნავს, იგი იზრდებოდა „ცხენის“ და „კაბრიოლეტის“ ხანაში იმ დროს, როცა გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები — უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან უფრო მჭიდრო, ვიდრე დღეს. ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა.  თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ მასსა და მის და–ძმაზე, უფრო მეტიც — არასოდეს ერიდებოდათ თავისი უზომო სიყვარულის გამოვლენა, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. მოგვიანებით ასტრიდმა მშობლებს მიუძღვნა წიგნი „სამუელ ავგუსტი სევედსტორპიდან და ჰანა ჰულტიდან“ (1973).

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები