საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი 1900 წლის 29 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაიბადა. ის ცნობილი პილოტი და მეომარი იყო და თავგადასავალსა და საფრთხეს პოეტის თვალით უყურებდა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, „პატარა პრინცი“, მე-20 საუკუნის კლასიკად იქცა.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიმ „პატარ პრინცი“ 1943 წელს დაწერა. ეს უფროსებისთვის შექმნილი იგავია, რომელიც ყველა ასაკის მკითხველს თავისებურად ხიბლავს. მსუბუქი იუმორითა და სისადავით გამორჩეული წიგნი გვახსენებს, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე სიკეთეა. ავტორი იმაზეც გვაფიქრებს, რომ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ან უბრალო საგნები, შესაძლოა, დიდი ბედნიერების მომტანი იყოს.

Grand Prix du roman de l'Académie française (1939)

U.S. National Book Award (1940)

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები