საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

დაიბადა 1920 წლის 15 თებერვალს ნორვეგიაში.

თავის წიგნებში ის ძირითადად მე-20 საუკუნის 50-70-იანი წლების ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. თუმცა ანე-კატერინე ცნობილი საბავშვო წიგნებით გახდა. მისი ყველაზე ცნობილი წიგნია ”დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა”.

სამშობლოში მას მოიხსენიებდნენ, როგორც მთელი ნორვეგიის ბებიას და ასტრიდ ლინდგრენსაც კი ადარებდნენ საბვშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილის გამო.

ანე-კატარინე ასევე მუშაობდა რადიოში, წერდა აუდიოწიგნებს ბავშვებისათვის და მონაწილეობდა კომედიურ საბავშვო რადიოსერიალში. 86 წლის ასაკში კი ყველასათვის მოულოდნელად გამოსცა სოციალურ-სატირული  წიგნი.

ის ასევე ცნობილია, როგორც მსახიობი.

სიცოცხლის ბოლო წლებში ალცჰეიმერის დაავადებით იყო ავად, რომლის ბოლო სტადიაზეც მეტყველების უნარი დაკარგა.

ანე-კატერინე ვესტლი გარდაიცვალა 2008 წლის 15 დეკემბერს.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები